ხატია დეკანოიძე - ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ

ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი უკრაინული კანონის მიღებით ცდილობს პასუხისმგებლობა აარიდოს ივანიშვილს და გამოიყენოს კანონი, როგორც რეპრესიის საშუალება ოპონენტების წინააღმდეგ.

„უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის საწყისი იყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ჩარევის აკრძალვა საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახლა რაზეც მმართველი გუნდი მუშაობს, ეს არის ის, რომ მათ სურთ აარიდონ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, არ განიხილავენ მას როგორც ოლიგარქს, განსხვავებით მთელი საერთაშორისო საზოგადოებისგან და გადაწყვიტეს საუკეთესო ვერსია აარჩიონ იმისთვის, რომ მათ შორის, ოპოზიციის მიმართ დაიწყოს ახალი რეპრესიები. რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ჩვენი ფრაქცია მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ბიძინა ივანიშვილს. ბევრი პოლიტიკური საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან უნდა შეთანხმდეს“, - განაცხადა დეკანოიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს