სერგო ჩიხლაძე - "ქართული ოცნების" მმართველობა იყო რეგრესის, უიმედობის, ქვეყნისთვის ჯანსაღი ამბიციის გაქრობის 10 წელი - სანუკვარი რუსული და საბჭოთა ოცნება სრულდება

ეს იყო რეგრესის, უიმედობის, ქვეყნისთვის ჯანსაღი ამბიციის გაქრობის ათი წელი, - ასე აფასებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე „ქართული ოცნების“ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის 10 წელს.

როგორც სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, „ოცნების“ ათწლიანი მმართველობიდან კარგი არაფერი დაამახსოვრდა.

„ეს იყო ათი წელი, რომელმაც მიგვიყვანა იქამდე, რომ საბოლოო ჯამში პირდაპირ, ლუსტრირებულად შეგვრჩა პრორუსი, პროკრემლისტური ხელისუფლება ქვეყანაში. ათი წლის თავზე მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც მოსახლეობის 70% აცხადებს, რომ ის შიმშილობს. არ აქვთ იმის საშუალება, რომ საჭმელი იყიდონ. ათი წლის თავზე ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, როდესაც 100 ათასზე მეტი, ჯან-ღონით სავსე სამუშაო ძალა, ადამიანები გარბიან საქართველოდან. სანუკვარი რუსული და საბჭოთა ოცნება, „საქართველო ქართველების გარეშე“, აი, ეს სრულდება ზუსტად „ქართული ოცნების“ ხელშეწყობით. შესაბამისად, შემოდის უამრავი უცხოტომელი, ცალკე თემაა, ვინ რატომ შემოდის, მაგრამ ქართველები გარბიან. კარგი სამწუხაროდ არაფერი დამამახსოვრდა „ქართული ოცნების“.

შედეგებით ვიმსჯელოთ, ეკონომიკაში რამე წინსვლა გვაქვს და ვინმე უკეთესად ცხოვრობს? - არა. საგარეო ფრონტზე საქართველოს სახელი სადმე ისმის? - არა. ერთადერთი, რაშიც წარმატება მიაღწიეს, მათ შორის საგარეო ფრონტზე, ის იყო, რომ მართლა რადარებიდან გააქრეს საქართველოს თემატიკა.

მართლა ისე დაგვაზიანეს, ისე გაგვასაზიზღრეს ყველანი და მთელი ქვეყანა, რომ არაფერი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს, რომ რაღაცით ვიამაყოთ, რომ რაღაც გამოგვივიდა ამ ათ წელში, რაღაცაში წარმატებას მივაღწიეთ, რაღაც მიმართულებით წინსვლა გვაქვს, არაფერი ასეთი არ არის“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

სერგო ჩიხლაძის თქმით, თუ შევადარებთ აფრიკის ან აზიის ქვეყნებს, აღმოჩნდება, რომ რაღაც მიმართულებებში მათ საქართველოზე მეტი წინსვლა აქვთ.

„დასავლელმა პარტნიორებმა, ზოგადად საერთაშორისო აქტორებმა, ძალიან კარგად იციან საქართველოში რა ხდება, იქიდან კიდევ უფრო მძაფრად ჩანს. როდესაც უცხოეთში ხარ, ყოველთვის ადარებ სხვადასხვა გარემოებებს, რომელიღაც ქვეყნის ეკონომიკას შენსას, საარჩევნო სისტემას შენსას და რომ ადარებ ხანდახან გამოდის, რომ სამწუხაროდ, აფრიკის, აზიის არც თუ ისე წინწასული ქვეყნებსაც კი რაღაც მიმართულებით ჩვენზე მეტი წინსვლა აქვთ და ეს ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა