აშშ 625 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის ფარგლებში უკრაინას ოთხ ერთეულ HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემას გაუგზავნის

უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების მომდევნო პაკეტში ოთხი ერთეული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS), საბრძოლო მასალები, ნაღმები და დაჯავშნული საბრძოლო მანქანები იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საუბარია 625 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტზე, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება.

დახმარების ფარგლებში უკრაინაში, უახლოეს დღეებში შეიძლება გაიგზავნოს HIMARS-ის ოთხი გამშვები და მასთან დაკავშირებული რაკეტები, დაახლოებით 200 ერთეული MRAP-ის ჯავშანტექნიკა ჰაუბიცების საბრძოლო მასალა და ნაღმები.

ოფიციალურად ამის შესახებ განცხადება სავარაუდოდ სამშაბათს გაკეთდება. ეს რუსეთის მიერ უკრაინის კიდევ ოთხი ოლქის ანექსირების შემდეგ, პირველი დახმარების პაკეტი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა