რომან გოცირიძე - ზოგიერთმა „განდგომილებთან“ გადაყვანა თავიდან აიცილა, თურმე, მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და თუ გინდათ, პარლამენტში წყალში ჩავდგებიო

ზოგიერთმა „განდგომილებთან“ გადაყვანა თავიდან აიცილა, თურმე, მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და თუ გინდათ, პარლამენტში წყალში ჩავდგებიო, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც მოძრაობა „ხალხის ძალის" გაფართოებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ", რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს როგორც ფრაქციას, "განდგომილებს" გადააბრალოს იმ კანონპროექტების ჩაგდება, რომელიც ევრორეკომენდაციებთან არის დაკავშირებული.

„როცა "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა არ აქვთ და კანონპროექტის გატანისას დასჭირდებათ, ე.წ. განდგომილების ხმები, კონსტიტუციის ჩაგდება იქნება თუ ნებისმიერი პროექტების ჩავარდნა, რომელიც 12 რეკომენდაციას უკავშირდება, "განდგომილებს" გადაბრალდებათ. ამიტომ, ერთ-ერთი ხრიკი პასუხისმგებლობის ვითომ თავიდან აცილების, ეს გადაწყვეტილებაც არის, რადგან იმ ორგანულ კანონებს მათ გარეშე ვერ მიიღებენ, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებს ეხება. პირდაპირ დაადგნენ ღალატის გზას, "ქართული ოცნება" გაფორმდა, როგორც ანტიდასავლური, ანტიქართული ძალა. ბიძინა ივანიშვილმა ღირსება ახადა ყველას, ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ხელს დაადებს იმ 9- ის გაგრძელებას გახდის.

„ქართული ოცნება" დღეს უკვე არის ივანიშვილის მომსახურე უღირსებო ადამიანთა ერთობა, რაც ამ გადაწყვეტილებით გაფორმდა. ზოგიერთმა ეს თავიდან აიცილა. თურმე, მამუკა მდინარაძე მთელი ღამე ტიროდა, ოღონდ, იქით არ გამიშვათ და თუ გინდათ, პარლამენტში წყალში ჩავდგებიო. ბიზნესში წასვლას ვაპირებო, სულ დეპუტატი ხომ არ ვიქნები, ამერიკისა და ევროპის ვიზას არ მომცემენ, სანქცირებულთა სიაში შევალო, ქუჩაში მოღალატის დამღით უნდა ვიარო, პრორუსულის იარლიყი მომეწებებაო, ანტიდასავლურ განცხადებებს მეც უნდა შევუერთდეო, ახლა გადამარჩინეთო და დროებით გადარჩა, მათიკაშვილი, მდინარაძე. მესამე გაფართოების ტალღაში მოხვდებიან. მდინარაძემ გუშინ თქვა, გოცირიძე ასინათესავით დადის და ტყუილებს ავრცელებსო, ერთი დღე არ გასულა და ჩემი პროგნოზი გვარებითაც კი ახდა. ეს საწყალი მიქელაძე, კარგი ექიმი ყოფილა, ორი წელი ხმა არ ამოუღია, რა უნდოდა, პარლამენტში რომ მოდიოდა, ყურში ხელი მოკიდეს და იქით გადასვეს. ყოფილიყო ექიმობაში, "რა უნდოდა წვენებში"? - განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, გოცირიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნიღაბი საბოლოოდ ჩამოიხსნა, რადგან დარჩენილები და განდგომილები ერთად არიან.

„ქართულ ოცნებაში" ზეიმია, რადგან სამარცხვინო ბოძზე გასაკრავთა სიაში მხოლოდ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს და დარჩენილები არიან ბედნიერები, მაგრამ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება, გაფართოების მესამე ტალღაც იქნება და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მშვიდად გრძნობენ თავს და ჰგონიათ აიცილეს მოღალატის, პრორუსის, ანტიდასავლელის იარლიყი, რომლებსაც სანქციები ემუქრებათ, ეს დროებითია, რადგან როგორც ჩანს, ივანიშვილი ახალ პარტიას ქმნის და ამ პარტიას პირველ რიგში იმ ადამიანებით ავსებს, რომელთაც ღირსება ადამიანის მაინც და მაინც მთავარ თვისებად არ მიაჩნიათ. ვინ გადავიდოდა, რამდენიმე გვარი დავასახელე და ახდა. "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი - აქამდე ფორმალურად თამაშობდნენ. ისინი ფორმალურად ერთად არიან, დღეს "ქართული ოცნება" გაფორმდა, როგორც პრორუსული და ანტიდასავლური ძალა, რომლებიც ივანიშვილის დავალებას ასრულებენ და ანტიდასავლურ კურსს გააგრძელებენ. მათი მიზანი იქნება შვეიცარიის ბანკში ივანიშვილის ფულების გადარჩენა და მისი დავალებების შესრულება, რუსეთის მხარეზე დგომა უკრაინაში მიმდინარე საომარი აგრესიის ფონზე,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს