გია ვოლსკი - „ქართული ოცნებიდან“ გასული ადამიანები უმრავლესობაში რჩებიან - ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენს შორის ანტაგონიზმი არ არსებობს და მხოლოდ გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით

ეს ადამიანები უმრავლესობის შემადგენლობაში რჩებიან - ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს შორის ანტაგონიზმი არ არსებობს! - აღნიშნული განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ “ხალხის ძალაში“ გაერთიანებულ დეპუტატებზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ განმარტა, მათ შორის პრინციპული განსხვავება განცხადებების გაკეთების ფორმაშია.

„ჩვენ გამოხატვის ფორმაზე ვერ ვთანხმდებით. გამოხატვის ფორმა, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა აირჩიეს, ჩვენს შორის ანტაგონიზმს არ იწვევს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, საჭიროა პასუხი კითხვებზე, რომელსაც “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სვამენ.

„ზოგადად ველოდებით ისეთ განცხადებებს, რომელიც რადიკალურად დაუპირისპირდება თუნდაც ევროპარლამენტის იმ უტიფარ რეზოლუციას, რომლის გარშემოც ჩვენი რადიკალური ოპოზიციიდან გარკვეული პოლიტიკური ძალების შეიკრიბა. არ შეიძლება ამ თემაზე ლოიალური დამოკიდებულება გქონდეს - გინდ აშშ-ს და გინდ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას, ვინაიდან საქართველოში სტაბილურობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია