ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვქონდა მშვიდობის და სუვერენიტეტის 10 წელიწადი - პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებას ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე

ჩვენ გვქონდა მშვიდობის და სუვერენიტეტის 10 წელიწადი. პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებას ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე - გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 10-წლიანი საქმიანობა შეაჯამა.

კობახიძემ წინა ხელისუფლების დროს არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა და 2012 წლამდე მდგომარეობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებს შეადარა.

„სამი დღის წინ 10 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. საქართველოში მაშინ ჩამოყალიბებული იყო უმძიმესი რეჟიმი, დანაშაულებრივი, ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის ღირსებისა და უფლების შელახვა იყო ყოველდღიური პრაქტიკა, ეს უზენაესი ღირებულებები იყო ფეხქვეშ გათელილი. ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გადავსებული ციხეები, - ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ბიზნესის რეკეტი - ესეც მათი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაშაული იყო; მთლიანად მოშლილი იყო დემოკრატიული სისტემა; ქვეყანას ჰქონდა სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია; ქვეყანას ჰქონდა სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ მართული სასამართლო სისტემა, მედია მონოპოლია - იჭრებოდნენ ტელევიზიებში, ჩამოაყალიბეს სრულად მონოპოლიზებული მედია გარემო. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების 20% ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას, ასევე ჩააბარეს სტრატეგიული ობიექტები; მათ პერიოდში მოხდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად გაჩერდა წინსვლა დასავლეთში ინტეგრაციის მიმართულებით. ასევე, გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ევროსაბჭოს მოღალატეობრივ რეზოლუციას, რომლითაც პრაქტიკულად გაუფორმეს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციას და საკუთარი ჯარი დაადანაშაულეს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ ღალატს ქართველი ხალხი მათ არასდროს აპატიებს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც 2012 წლიდან ვერცერთ არჩევნებში წარმატებას ვერ აღწევენ. მათი ხელისუფლების პირობებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს აჭარბებდა. საქართველოში მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და არ იყო შექმნილი არანაირი ქმედითი სოციალური გარანტიები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც დაგვხვდა 2012 წლისთვის. მას შემდეგ იყო ფუნდამენტური გარდატეხა როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში. აღმოიფხვრა ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, მხოლოდ ციხეებში 2.5-ჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, 12-ჯერ კი პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მეტყველებს პრაქტიკაზე, რომელიც ადრე იყო და იმაზე, როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. აღმოიფხვრა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა. ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლურალიზმი - იმ დროინდელ პარლამენტში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყო წარმოდგენილი, მაშინ როდესაც დღეს პარლამენტში 10-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა. მედია პლურალიზმი იყო ასევე სიახლე, რომელიც 2012 წლიდან ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ტერიტორიების ოკუპაციებს, რუსეთის წინსვლა საქართველოში გავლენების გაფართოების კუთხით, მთლიანად გაჩერდა 2012 წელს - ნულოვანი წინსვლა ჰქონდა ტერიტორიების ოკუპაციის კუთხით. ასევე არაღიარების პოლიტიკა იყო წარმატებული - 4 ქვეყანა დარჩა 4-ად. სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის არცერთი პრეცედენტი არ ყოფილა მას შემდეგ. ორი გლობალური კრიზისის მიუხედავად ეკონომიკა 2012 წელს იყო 27 მილიარდი, წელს გადასცდება 70 მილიარდს. აქაც ფუნდამენტური წინსვლა გვქონდა- მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი 4200 დოლარიდან 6 ათას დოლარამდე გაიზარდა. სიღარიბეს რაც შეეხება, გასული წლის მაჩვენებლებით 30%-დან 17.5%-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი 450 ათასზე მეტი მოქალაქე სიღარიბიდან ამოვიდა, ამ წლის ბოლოს ნახევარ მილიონს გადასცდება. ბოლოს, ხაზს გავუსვამ იმას, რომ ჩვენ გვქონდა მშვიდობის და სუვერენიტეტის 10 წელიწადი. პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებას ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ბატონ ბიძინა ივანიშვილს გარდატეხისთვის შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რომელიც 10 წლის წინ მივიღეთ ქვეყანაში. მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაამტკიცა, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი, მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული 10 წლის განმავლობაში. გვჯერა „ქართული ოცნება“ მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში, საქართველო გამთლიანდება, დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა