ირაკლი კობახიძე - თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ

თუ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის გარშემო კონსენსუსი არ იქნება, არ მივიღებთ, მათ შორის, ევროკავშირის ყოფილ ელჩს აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი არ არის საჭირო. თუ ევროკავშირსაც და ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, არ მივიღებთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში ვერ ერკვევა, როცა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„მარტივად არის საქმე, უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე არ იყო მორგებული, გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო - ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის, პირველ რიგში კეზერაშვილს, რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ფორმით, რისი მაგალითებიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

მათ ამ კანონის მიღება არ აწყობთ. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ ისეთ კანონს შეიმუშავებენ, რომელიც მორგებული იქნება ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ. ელემენტარულად, ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში. კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული. როცა ხელისუფლებაში იყვნენ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს ფეხქვეშ თელავდნენ. ახლა იგივე მიდგომები აქვთ ოპოზიციიდან, რაც არის სამწუხარო მოვლენა. კანონს ვერ მოვარგებთ. ამიტომ, უკრაინული კანონი ავიღეთ, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, კანონი მივიღოთ, თუ არა, მაშინ არ მივიღებთ,“ - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა