არჩილ თალაკვაძე - 2011 წელს საქართველო 107 000-მა მოქალაქემ დატოვა, 2010 წელს კი 103 000-მა - მაშინ ევროპასთან უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა, მერწმუნეთ, საქართველოში შუქის ჩამქრობიც არ დარჩებოდა

ბატონი მანჯგალაძე გამოვიდა მიგრაციასთან დაკავშირებით. სწორედ თქვენი ხელისუფლების დროს საქართველო დატოვა ყველაზე მეტმა მოქალაქემ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას ბოლო პერიოდში ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეთა მასიურ გასვლასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის შეფასებით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის დროს ქვეყანა საქართველოს იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე დღევანდელ ვითარებაში.

„2011 წელს საქართველო 107 000-მა მოქალაქემ დატოვა, ხოლო 2010 წელს - 103 000-მა. მაშინ საქართველოს რომ ჰქონოდა უვიზო რეჟიმი ევროპასთან, მერწმუნეთ, რომ საქართველოში შუქის ჩამქრობიც არ დარჩებოდა. თქვენი ხელისუფლებისა და მართვის სტილის გამო ყველა წავიდოდა ამ ქვეყნიდან. დღეს ეს მაჩვენებელი არის ბევრად ნაკლები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა