ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნება“ ცეცხლს ბენზინს და ნავთს უმატებს - რუსეთი თვალწინ გვეფშვნება და ვიღას აწონებენ თავს, ვერაფრით ვხვდები

„ქართული ოცნება“ ცეცხლს ბენზინს და ნავთს უმატებს - ძალიან საშიში თამაშია და არაპრაგმატულიც: რუსეთი თვალწინ გვეფშვნება და ვიღას აწონებენ თავს, ვერაფრით ვხვდები, - ასე ეხმიანება მოძრაობა „ხალხის ძალის“ გაფართოებას „მოქალაქეების" დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

მისი თქმით, საქართველო რომ რუსეთის გუბერნია არ არის, საერთაშორისო მეგობრების დამსახურებაა და ანტიდასავლური რიტორიკა ქვეყანას აზიანებს.

„არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ ცეცხლს რომ ბენზინს და ნავთს ამატებს „ქართული ოცნება", ამას ვხედავ. ანტიდასავლური რიტორიკა, ჩვენი გულითადი მეგობარი ქვეყნების ლანძღვა, როგორც დაიწყო ამ ოთხეულმა და ახლა უნდათ, რომ გაფართოვდნენ და უფრო მრავალხმიანად ლანძღონ, ეს არის ძალიან დამაზიანებელი და ცეცხლთან თამაშია. ამ თამაშს რატომ უმატებენ და ცეცხლში მეტ ნავთს რატომ ასხამენ, ვერაფრით ვერ ვხვდები. ეს არის ძალიან საშიში თამაში. როცა ანტიდასავლურ რიტორიკას ეწევი, მეორე მხარეს უნდა ასიამოვნო, ეს მეორე მხარე არის რუსეთი, არაპრაგმატულიც არის - ეს რუსეთი თვალწინ გვეფშვნება, კისრის ტეხით გამორბის მთელი რუსეთი აქეთ საქართველოში და ვიღას აწონებენ თავს, ვერაფრით ვხვდები.

სინამდვილეში ისინი აზიანებენ ქართული სახელმწიფოს ინტერესს, ოთხნი აზიანებდნენ და ახლა უფრო მეტნი დააზიანებენ. ამ 30 წლის განმავლობაში თუ გადავრჩით, საქართველო გვქვია და არა როსტოვის ოლქის რომელიღაც გუბერნია, ეს არის პირველ რიგში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების დამსახურება. როცა რუსული ტანკები თბილისს მოუახლოვდნენ, ჩვენ ვერ გავაჩერეთ, გააჩერეს უცხოელებმა,"- განაცხადა ელისაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა