ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

„მივესალმები წევრი ქვეყნების დღევანდელ შეთანხმებას სანქციების მე-8 პაკეტზე. ჩვენ ვიმოქმედეთ სწრაფად და გადამწყვეტად. არასოდეს მივიღებთ პუტინის ყალბ რეფერენდუმებს და არც რაიმე სახის ანექსიას უკრაინაში", - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, სანქციები, რომლები ევროკავშირის ელჩებმა დღეს დაამტკიცეს, ნავთობის საზღვაო გზით ვაჭრობის ფასს ზღუდავს, ასევე აწესებს დამატებით აკრძალვებს ექსპორტსა და იმპორტთან დაკავშირებით და ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების მმართველ საბჭოებში ყოფნას უკრძალავს.

ამასთან, ევროკავშირის ვრცელ „შავ სიას“ ემატება ახალი ორგანიზაციები და ფიზიკური პირები, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული სუვერენიტეტის შელახვაში ადანაშაულებენ.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე