დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და რესტორატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართა.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 50-მდე კომპანიამ მიიღო და სამუშაოს მაძიებლებს 1000-მდე სხვადასხვა სახის ვაკანსია შესთავაზეს.
მათივე ცნობით, კერძო სექტორის გარდა, დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს ადგილზე გასაუბრებოდნენ, პროფესიული გადამზადების სხვადასხვა შეთავაზებებს გაცნობოდნენ და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
„დასაქმების ფორუმში მონაწილეობას საშუალო და მსხვილი კომპანიები იღებდნენ: „მაკ დონალდი“, „ემ გრუპი“, „ანტრე“, „ლეგატო“, „ვენდისი“, „ლუკა პოლარე“, „საბვეი“, „მასპინძელი“, „KFC“, „HB“, „ქართული სახლი“, „აჭარა ჯგუფი“, „რედისონი“, „ჰოლიდე ინნ“, „შერატონი“, „მერიოტი“, „ჰილტონი“, „პულმანი“ და სხვა.
დასაქმების ხელშეწობის სახელმწიფო სააგენტო მსგავსი ტიპის დასაქმების ფორუმებს, თბილისის გარდა, რეგიონებშიც მუდმივად მართავს. შემდეგ ეტაპზე ფორუმი უნივერსიტეტებში სტუდენტებისთვის გაიმართება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.