ანა დოლიძე „ხალხის ძალაზე“ - ბიძინა ივანიშვილმა დაიტოვა შესაძლებლობა, ხანდახან აშშ-ს სადგისით უჩხვლიტოს და არ დაკარგოს პრორუსი ამომრჩეველი

ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის „ხალხის ძალის“ გაერთიანება, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ და გაერთიანებაში კიდევ რამდენიმე დეპუტატისა და ექსპერტების შესვლის თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ანა დოლიძის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ მოძრაობა „ხალხის ძალა“ შექმნა, რათა არ დაკარგოს პრორუსული ამომრჩეველი.

„ეს რეალურად არის შემდეგი თამაში: „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰყავს ამ ფლანგზე, რასაც ეგენი პრორუსულ ფლანგს ეძახიან, არ ჰყავს სატელიტური ძალა. აღარ არსებობს „პატრიოტთა ალიანსი", არც რეიტინგებში იძებნება, რატომღაც კვლევითი ორგანიზაციები მაინც სვამენ გამოკითხვებში, არჩევნებშიც არ მიუღიათ მონაწილეობა, „ქართული მარში“ აღარ არსებობს, „კონსერვატიული მოძრაობა“, ე.წ. „ალტ ინფო“ ფაქტობრივად დაიშალა. ამ ფლანგზე მას ძალები არა ჰყავს. მაგრამ ეს შემადგენლობა[ხალხის ძალა] - არაფერს პლუს არაფერი, არის არაფერი“. არ უნდა გავამახვილოთ ამდენი ყურადღება ამ ძალიან ოდიოზურ ფიგურებზე.

ეს არის ვაჭრობის ელემენტი ჩვეულებრივად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. დაიტოვა შესაძლებლობა, რომ ხანდახან უკბინოს, უჩხვლიტოს სადგისით ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგრამ სინამდვილეში ეს არის საშუალება, რომ არ დაკარგოს პრორუსული ამომრჩეველი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა არსებობს „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის გარკვეული პოლიტიკური ალიანსი.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა, ეს ხელისუფლება არ არის თავისი გაგებით პროდასავლური, ის არის უფრო პრაგმატული თავისი გაგებით და ალბათ, არსებობს გარკვეული პოლიტიკური ალიანსი რუსეთთან, პირდაპირ ტაქტიკურ დონეზეა შეთანხმებული თუ სხვა დონეზე, ეს არ ვიცი. მე მგონი ამიტომ იწელება და არ დადგება არავითარი შედეგი პარლამენტში სამუშაო ჯგუფებში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა