ნინო წილოსანი - თუ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიციისთვის განადგურების ტოლფასი იქნება, ამიტომ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რომ პროცესი წარუმატებლად დასრულდეს

დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთი უსამართლო მოთხოვნა იყო. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ რეკომენდაციებს და თავად ამ პროცესს პატივს ვცემთ, ვაპირებთ, რომ შევასრულოთ, თუმცა არა იმგვარად, როგორც ეს ოპოზიციას უნდა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიიღებს, თუკი მას მხარს ოპოზიცია დაუჭერს.

წილოსანის განცხადებით, თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს, ოპოზიციის ბრალი იქნება.

„ეს იყო ერთ-ერთ უსამართლო მოთხოვნა. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ რეკომენდაციებს და თავად ამ პროცესს პატივს ვცემთ და არც ერთხელ არ გამოგვიხატავს უპატივცემულობა, რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რომ შევასრულოთ, თუმცა არა იმგვარად, როგორც ეს ფაქტობრივად ყველანაირად მიწურვად რეჟიმში გადასულ ოპოზიციას უნდა, რომ ისევ ხელოვნურად შემოატრიალონ იმ ადამიანის საწინააღმდეგოდ, რომელიც პოლიტიკან გასულია.

ჩვენ შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებას ვაპირებთ, თუ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია მხარს დაუჭერს. მათი მიზანია მთლიანი პროცესის ჩაგდება. ეს არის მათი გადმოსახედიდან, მათი გადარჩენის ერთადერთი საშუალება, იმიტომ რომ თუ ეს პროცესი საქართველომ წარმატებულად გაიარა და თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რომლისთვისაც ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ, ეს მათთვის ფაქტობრივად, განადგურების ტოლფასი იქნება. ამიტომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ და ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის, რომ ეს პროცესი წარუმატებლად დასრულდეს და მე პირდაპირ მინდა ისინი დავადანაშაულო, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუს ვერ მიიღებს, ეს უპირატესად მათი ბრალი იქნება და მთლიანი პასუხისმგებლობა არის მათი,“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მან გადაცემაში ასევე, „ქართულ ოცნებასა“ და აშშ-ს ელჩ, კელი დეგნანს შორის მიმდინარე „პოლიტიკურ დებატებთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ მმართველ გუნდსა და დეგნანს შორის დაპირისპირება არ არსებობს.

მისივე თქმით, კელი დეგნანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ვერ იქნება და „რეალურად, ამ ტემპერატურას მედია წევს“.

წილოსანის განცხადებით, კელი დეგნანი რევოლუციურ სცენარებს აუცილებლად უნდა გაემიჯნოს.

„ჩვენს შორის დაპირისპირება არ არსებობს. ჩვენგან განსხვავებით ქალბატონი კელი დეგნანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ვერ იქნება, იმიტომ რომ ის არის დიპლომატი და საკითხის ამგვარად დაყენება არასწორია,“ - აღნიშნა წილოსანმა.

კითხვაზე, „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების აშშ-ს მისამართით გაკეთებული განცხადებები, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობებს ხომ არ დააზიანებს, წილოსანი პასუხობს, რომ ამ ურთიერთობას ყველაზე ნაკლებად დააზიანებს, თუ „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების კითხვებზე ადეკვატური პასუხები იქნება გაცემული.

„შეიძლება მათი კითხვა სწორია, შეიძლება არ არის სწორი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ პასუხი იმგვარია, რომ სრულებით უნდა გაფანტოს ეჭვი და, რა თქმა უნდა, ყველა ველით პასუხებს და, რა თქმა უნდა, ნაბიჯებს. ნაბიჯებში ვგულისხმობ თუნდაც ძალიან არაობიექტურ გადაწყვეტილებას და რეზოლუციას, რომელიც ევროპარლამენტმა მიღო. ეს მინიმუმ უსამართლო იყო,“ - აღნიშნა წილოსანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო