ირაკლი კობახიძე - ერთ წელზე მეტია, ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების და სიკვდილის საფრთხეა - ხალხსაც მოაბეზრეს თავი

ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის სიკვდილის და ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა, უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებას პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებები მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ერთ წელზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იქიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში საუბრობენ იმაზე, რომ სიკვდილის, ჯანმრთელობის რადიკალურად გაუარესების საფრთხეა და ა.შ. უკვე ერთი წელია ამაზე საუბარი მიდის და ხალხსაც მოაბეზრეს თავი. ამ ყველაფერს არაფერი საფუძველი არ აქვს. სახალხო დამცველი შევიდა და ციხიდან დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანა. არის პოლიტიკური სპეკულაციები. თავიდან-ბოლომდე სასჯელაღსრულების დაწესებულება და საავადმყოფო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ პატიმრის ჯანმრთელობაზე იზრუნოს და ეს გაგრძელდება, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, დროულად დაუშვან მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტი და სახელმწიფომ გააკეთოს განმარტება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა“.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა