ლევან იოსელიანი - ე.წ ოთხეულის თუ ახლა რამდენნი არიან, არ ვიცი, მათ განცხადებებს თუ არ გაემიჯნება „ქართული ოცნება", ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ-ს ელჩზე ასეთ თავდასხმას არ ახორციელებდნენ

„ხალხის ძალის" განცხადებებს თუ არ გაემიჯნება „ქართული ოცნება", ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ- ს ელჩზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას და მასზე "ქართული ოცნების" ლიდერების შეფასებებს.

მისი თქმით, მსგავსი რიტორიკით საუბარი ქვეყნის ინტერესებთან დაპირისპირებას ნიშნავს.

„ე.წ ოთხეულის თუ ახლა რამდენნი არიან, არ ვიცი, მათ განცხადებებს თუ არ გაემიჯნება „ქართული ოცნება", ძალიან გაუჭირდებათ ვინმეს დაუმტკიცონ, რომ აშშ- ს ელჩზე ასეთ თავდასხმას არ ახორციელებდნენ. თუ მკვეთრად არ ემიჯნები მათ გზავნილებს, ესე იგი მათი თანამოაზრე ხარ, ეს წერილები თავისთავად ძალიან არამეგობრული რიტორიკით იყო გამსჭვალული, რომელსაც არ იმსახურებს ჩვენი და აშშ- ის ურთიერთობა. შევახსენებ ყველას, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში აშშ-ს აქვს გადამწყვეტი როლი, არაღიარების პოლიტიკა რომ დღეს ძალაშია, ეს მათ შორის არის აშშ- ის დამსახურება ყველაზე დიდწილად. ამიტომ, როცა ამ ყველაფერს უპირისპირდები, უნდა გესმოდეს, რომ შენი ქვეყნის ინტერესს უპირისპირდები,"- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება, განაცხადა, რომ „უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანსა და საელჩოზე ვიხილეთ".

მისი განმარტებით, ეს თავდასხმები არის ნაწილი დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემისა, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისა და დამალვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა