სალომე სამადაშვილი - ქართული სახელმწიფოს სირცხვილია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის პირას მიყვანა საპატიმროში - სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ გადაყვანა უცხოეთში ერთადერთი გამოსავალია

„ლელოს“ პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირას მიყვანა ქართული სახელმწიფოს სირცხვილია.

როგორც სამადაშვილი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, ყოფილი პრეზიდენტი არ იღებს საკვებს და წამლებს, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი.

მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა ერთადერთი გამოსავალია.

„მსურს ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ ქართული სახელმწიფოს სირცხვილია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილის პირას მიყვანა საპატიმროში. ყველა მისი შეცდომის მიუხედავად და მასთან ჩემი პოლიტიკური განსხვავებებისა, თანამედროვეობის ბოროტების სიმბოლოდ და კაცობრიობის მტრად გადაქცეულ ვლადიმერ პუტინს ის მიაჩნია პირად მტრად. მისი დაღუპვა საქართველოს ციხეში იქნება ეროვნული სირცხვილი.

ყოფილი პრეზიდენტი არ იღებს საკვებს და წამლებს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მომენტში, შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი. ეს იქნება ისეთი დარტყმა ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანაზე, რომელსაც მრავალი თაობა ვერ მოინელებს.

სასჯელის გადავადება და მისი სამკურნალოდ გადაყვანა უცხოეთში ერთადერთი გამოსავალია.

იყო თუ არა შეცდომა მისი ჩამოსვლა? კი, იყო, და რას ცვლის ეს? ახლა ის უნდა გადარჩეს”,- წერს სამადაშვილი.

ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, დროულად დაუშვან მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტი და სახელმწიფომ გააკეთოს განმარტება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა