ეკონომიკის მინისტრი  -  გვაქვს სრული ნდობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან - შეგვიძლია, დავაწყნაროთ ოპონენტები, სანქციების გვერდის ავლა არ ხდება

შეგვიძლია დავაწყნაროთ ჩვენი ოპონენტები, სანქციების გვერდის ავლა არ ხდება. ჩასაფრებულები არიან პორტებში, აეროპორტებში, იღებენ ხოლმე ფუჭად სურათებს და აქვეყნებენ, მაგრამ ყველა ფაქტი, როგორც ყოველთვის, არის ცრუ და ტყუილი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სანქციების გვერდის ავლა „მორიგი გაცვეთილი საუბრის თემაა ოპონენტების მხრიდან, რომლებსაც ერთადერთი მიზანი გააჩნიათ, რომ როგორმე მოახდინონ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში“.

„მათ ბევრი რამ სცადეს და რაღაცები გამოუვიდათ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროგრესის გზაზე, უფრო მეტი რაღაცები არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სრული ნდობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ვმოქმედებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად.

სანქციების კონტროლს რაც შეეხება, საქართველოს ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა სანქციების აღსრულების თვალსაზრისით და ეს არაერთი საერთაშორისო შეფასებით დადასტურდა, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს აღსრულების სისტემა არის საკმაოდ ღია, საბაჟო სამსახურები ღიაა და ამაზე ფინანსთა მინისტრიც საუბრობდა. ჩვენ ყველა პარტნიორი ქვეყნის ელჩს გავუღეთ კარი და ვაჩვენეთ როგორ მუშაობს საბაჟო სისტემა, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა. ჩვენ გაზიარებული გვაქვს ინფორმაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ამ გადაწყვეტილებებში მარტოები არ ვართ.

ასე რომ, შეგვიძლია დავაწყნაროთ ჩვენი ოპონენტები, არ ხდება სანქციების გვერდის ავლა. ჩასაფრებულები არიან პორტებში, აეროპორტებში, იღებენ ხოლმე ფუჭად სურათებს და აქვეყნებენ, მაგრამ ყველა ფაქტი, როგორც ყოველთვის, არის ცრუ და ტყუილი. ტყუილად ირჯებიან. საზღვაო ადმინისტრაცია წინასწარ იღებს დოკუმენტებს, ხდება ამ დოკუმენტების გადამოწმება შესაბამის არხებში და შემდგომში ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ასე რომ, საქართველო აბსოლუტურად მაღალი პასუხისმგებლობით და ეფექტიანად ახორციელებს საერთაშორისო ვალდებულებებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა