შალვა ხაჭაპურიძე - უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს, როგორც დაზარალებული

უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო აღნიშნულ გადაწყვეტილებას საქართველოს გადაუგზავნის, რის შემდეგაც მათი გადასაწყვეტია გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს.

ამასთან, როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის მიხედვით უკრაინის სასამართლო სააკაშვილის მიმართ საქართველოში განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავს.

,,რამდენჯერმე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო განიხილავდა საქართველოში სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სწორი ინფორმაციაა, რომ უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე თვითონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს”, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო