გრიგოლ გეგელია - „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკა საქართველოს ასამარებს

მეღიმება, როცა კობახიძე ამბობს, რომ არ ახსენდება არცერთი თავდასხმა აშშ-ს ელჩზე - კობახიძე, სამხარაძე, მდინარაძე და სხვანი, აბსოლუტურად სისტემატურად, კამპანიურად, თვეების განმავლობაში მიწასთან ასწორებენ პოლიტიკური დასავლეთის ყველა ინსტიტუტს, ყველა პირს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს, - ასე ეხმაურება პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მას არ ახსენდება „არცერთი თავდასხმა აშშ-ის ელჩზე, გარდა ორისა, თავდასხმა იყო მელიასა და გვარამიას მხრიდან“.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კელი დეგნანისთვის კითხვების დასმა გამოხატვის თავისუფლებაა, ადასტურებს, რომ „რადიკალურ უმეცრებაში“ არიან გადასული.

„კითხვების დასმას გააჩნია. კითხვა ხომ არ ყოფილა როგორი ტემპერატურაა ვაშინგტონში? აქ კითხვის დასმაა: „უკაცრავად, თქვენ გინდათ ომში ჩავერთო?“- ეს არის კითხვა, რომელსაც კობახიძე სვამს და ახლა გვეკითხება, რატომ არ იყო ეს კითხვა უწყინარიო? ქართველი ხალხი ჰგონია ან ძალიან სულელი ან აბსოლუტურ რადიკალურ უმეცრებაშია არიან გადავარდნილი“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნების“ დღევანდელი პოლიტიკა აშშ-ისა და ელჩის მიმართ „საქართველოს ასამარებს“.

„საქართველოს ასამარებს ეს პოლიტიკა. ყველა ქართველმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ არ გვყავს უფრო სანდო, ერთგული, აქტიური და მოწადინებული პარტნიორი, ვიდრე აშშ. დღეს რომ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი არის ქართველი ხალხისა და აშშ-ის დამსახურება“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ასევე, გრიგოლ გეგელიამ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ხალხის ძალაზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ აღნიშნული მოძრაობის შექმნა „ჰალსტუხიანი „ქართული მარში“ და „ალტ ინფოს““ შექმნის მცდელობაა.

“„პატრიოტთა ალიანსი“, „ქართული მარში“, „ალტ ინფო“, ეს პროექტები სხვადასხვა მიზეზით ივანიშვილს ყველა ჩაუვარდა და ამიტომაც ძალიან მარტივად გადაწყვიტა, რომ ახლა უკვე ჰალსტუხიანი „ქართული მარში“ და „ალტ ინფო“ შექმნას სოზარ სუბარით, რომელიც ერთ დროს ომბუდსმენი იყო და ლიბერალობაზე დებდა თავს.

ხუნდაძე, ივანიშვილის პირადი ექიმი წარმოგიდგენიათ, რომ ივანიშვილს განუდგეს? ხუნდაძე ხომ ერთადერთი იმიტომაა პოლიტიკაში, რომ ივანიშვილის პირადი ექიმია? ვინმეს სჯერა, რომ ხუნდაძე აჯანყდა ახლა? ეს ხალხი არის დამნაშავე. ამ ქვეყნის ისტორიის , მორალის წინაშე ეს ხალხი არის ნული“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების უმრავლესობას, რომლებიც „ხალხის ძალას“ შეუერთდნენ, ვერ ცნობს, რადგან ისინი პარლამენტარები კი არა „ივანიშვილის მონები და ღილაკზე თითის დამჭერები არიან“.

„ნახევარს სახეზე ვერ ვცნობ. ამას წინ, ვნახე, ოთხი თუ ხუთი ადამიანი შეუერთდა და აღმოვაჩინე, რომ ეს ხალხი ყოფილა პარლამენტში. მე აქტიურ პოლიტიკაში მყოფმა ადამიანმა, რომელიც ვცხოვრობ პოლიტიკით, ახლა გავიგე ამ ადამიანების არსებობა, ეს ნორმალურია? ერთი სიტყვით არ გამოსულა არცერთი მათგანი, ერთი ინიციატივით, ეთერში არ უთქვამთ თავისი აზრი და რანაირი პარლამენტარები ესენი არიან? ესენი არიან ივანიშვილის მონები და ღილაკზე თითის დამჭერები. ერთი ინიციატივა რომ არ გამოუტანია პარლამენტარს, ერთ პრობლემაზე რომ არ უსაუბრია, ქუჩაში მაგათ ვერ დაინახავ, ტელევიზიაში ეგენი არ დადიან, ეს რა პარლამენტარიზმია საერთოდ? რომელ „ხალხის ძალაზეა“ საუბარი საერთოდ ხუთი კაცი იცნობს მათ? ახლა აპირებენ საზოგადოების ინფორმირებას, საერთოდ ჯერ გავიცნოთ ეს ხალხი, ვინ არიან? ეგება მშვენიერი ხალხია ან ცუდი, ხომ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს პარლამენტს? ამ ხალხს არავინ არ იცნობს და ხლა აპირებენ საზოგადოების ინფორმირებას, ამდენი ხანი პარლამენტში რომ ისხდნენ, რატომ არცერთ სოციალურ თემაზე ინფორმირებული არ ჰყოლიათ საზოგადოება?“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა