ზვიად ძიძიგური - ივანიშვილმა აშკარად ჩათვალა, რომ ეს წარმატებული პროექტია, რადგან ჯერ დაიწყო 3 კაცით, შემდეგ 4 გახდა და ახლა 9 - ეს არის ბევრი კურდღლის დაჭერის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან

თუ დააკვირდებით, ეს 9 კაცი უკვე გეოგრაფიაშიც არის - ზოგი სვანეთიდანაა, ზოგი სამეგრელოდან, ზოგი კახეთიდან და ა.შ. აქ პარტია ჩამოყალიბდება და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარემ, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების პოლიტიკურ გაერთიანება „ხალხის ძალაში“ გადასვლას გამოეხმაურა.

როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, „ეს არის ბევრი კურდღლის დაჭერის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან“.

ბიძინა ივანიშვილმა აშკარად ჩათვალა, რომ ეს წარმატებული პროექტია, რადგან ჯერ დაიწყო 3 კაცით, შემდეგ 4 გახდა და ახლა 9 კაცია, რომელიც ამბობს, რომ უმრავლესობაშია, მაგრამ თავისი ტექსტები აქვს. ვისაც ჰგონია, რომ ეს მართლა დამოუკიდებელი ხალხია და მართლა დამოუკიდებლად მოქმედებენ, ძალიან გულუბრყვილოა. ეს არის ბევრი კურდღლის დაჭერის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან. ერთი კურდღელი გახლავთ ის, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისი ფინანსური დავები აქვს და ამ ხალხის პირით ამერიკასთან და დასავლეთთან ისეთ ტექსტებს უშვებს, სადაც ეუბნება, რომ დაგიპირისპირდებით, თუ ჩემს ფინანსებს პრობლემები ექნება. მეორე არის, რომ ელექტორალურ ველზეც არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ ამ ტიპის რიტორიკა და აქედან გამომდინარე საარჩევნო ველზე ერთგვარი დივერსიფიკაცია მოხდება. მესამე კი ის არის, რომ თუ დააკვირდებით, უკვე გეოგრაფიაშიც არის ეს 9 კაცი - ზოგი სვანეთიდანაა, ზოგი სამეგრელოდან, ზოგი კახეთიდან და ა.შ. აქ რომ პარტია ჩამოყალიბდება და შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ამაზე მეორე აზრი არ არსებობს. ეს პარტიულად საარჩევნო ტაქტიკაც არის და გეგმაც. ერთ რამესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება - ეს ხალხი თავისით რისი გამკეთებლები არიან? ფინანსების ორგანიზება, ტელევიზია, შემდეგ საარჩევნო ხმებიც, რომლებსაც ისინი მიიღებენ, მმართველი პარტიის აქტივზე იქნება დავალებული, თუ რამდენი პროცენტი უნდა აიღონ. შესაძლებელია, ისეთი გეგმაც ჰქონდეს ხელისუფლებას, რომ პირველ-მეორე ადგილებზე თვითონ გავიდნენ. ეს ივანიშვილმა გააკეთა იმიტომ, რომ თან დასავლეთისთვის თავისი სასურველი მუქარის შემცველი ტექსტები ეთქვა და ამავე დროს ვერავინ მოდავებოდა ფორმალურად, რომ ეს არის სახელისუფლებო პოზიცია, მაგრამ ვინ „ჭამს“ ამას? ყველამ იცის, აშშ-ის პოლიტიკურმა შემადგენლობამაც და დასავლეთის ქვეყნების მმართველებმაც, რომ ეს არის სახელისუფლებო პარტიის პოზიცია“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა