შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი ექიმის ჯეიმს კობის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, აშშ-დან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ჯეიმს კობის დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.

როგორც ხაჭაპურიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამერიკელი ექიმი გამოიკვლევს თუ რამ გამოიწვია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

ცნობისთვის, აშშ-დან მოწვეულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ჯეიმს კობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარა.

მანამდე ჯანდაცვის სამინისტრომ ნებართვა გასცა ამერიკიდან მოწვეულ ექიმ-სპეციალისტებს: ჯეიმს კობის, სპეციალობაში “ორთოპედია-ტრავმატოლოგია” და სტიუარტ ი.ფინკელს სპეციალობაში “გასტროენტეროლოგია:, მიენიჭათ დროებითი საექიმო საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებამ დაკარგა მოსახლეობასთან ურთიერთობის ძარღვი, ეს არახალია, ასე ემართება ძალაუფლებაში დიდხანს მყოფ უკლებლივ ყველა ხელისუფალს
რამაზ საყვარელიძე - მთელი საშინაო პოლიტიკა მიდის იმ ფორმულით, რომ როცა ოპოზიციური პარტიები ან ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფები რაიმეს მათთვის წამგებიანს აკეთებენ, ხელისუფლება მათ ხელს არ უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 29.12.2025
საახალწლო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის!