ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული კურილის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - სამართლიანი, იურიდიულად უნაკლო, ისტორიული. უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა, მათ შორის მისი ჩრდილოეთის ტერიტორიების, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, კიევი მოუწოდებს მსოფლიოს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ. ზელენსკის მტკიცებით, რუსეთს არ აქვს უფლება, პრეტენზიებს აცხადებდეს ამ ტერიტორიაზე და ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის.

„საბოლოოდ უნდა ვიმოქმედოთ და გავათავისუფლოთ ყველა ის მიწა, რომლის შენარჩუნებასაც ოკუპანტები ცდილობენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანი  სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების თურქეთთან და ევროპასთან ინტეგრაციული პროექტების განხორციელების საკვანძო ქვეყანა იქნება და ამ პროცესში პროვაიდერის როლს შეასრულებს
სტეპან გრიგორიანი - დიდია შანსი, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფაშინიანის პარტიამ მოიგოს, ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს თუ მხოლოდ პირველ ადგილზე გავა, არჩევნები გვანახებს
ქართული პრესის მიმოხილვა 05.01.2026
„ქართული ბრენდის დღეზე“ სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა
ეკომეგობრული გათბობა - როგორ შევამციროთ ჩვენი ნახშირბადის კვალი?