შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი დასკვნით ფაზაში გადავიდა

შეკვეთილში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უნიკალური პროექტი დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ზღვისპირეთში მრავალფუნქციური კომპლექსი FIDELIO კომპანია „ტოპლაინ კონსტრაქშენის“ მიერ შენდება და მისი დასრულება 2023 წლის ბოლოს იგეგმება.

ეს არის პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი, რომელიც ზღვიდან 150 მეტრში, ტყის კორომში მდებარეობს. პროექტი 82 პრემიუმ კლასის აპარტამენტისგან შედგება, რომელთა მშენებლობა ევროპულ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.

უკვე დასრულებული A ბლოკის შემდეგ, კომპანიამ დაიწყო B და C კორპუსების მშენებლობა, რომლებიც სრულიად კომპლექსს გააერთიანებს. ამასთან, A ბლოკის ბოლო სართულის ღია და დახურულ ტერასაზე მოეწყობა ბარ-რესტორანი, რომელსაც ფრანგი შეფ მზარეული უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „ტოპლაინ კონსტრაქშენი“ მომხმარებლებს ენერგოეფექტურ, კეთილმოწყობილი აპარტამენტებს, რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით ჩააბარებს.

პროექტი Fidelio-ს აპარტამენტები უნიკალურია როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე საინვესტიციოდ. კერძოდ, მომავალ მესაკუთრეს საშუალება ეძლევა ითანამშრომლოს ფრანგულ კომპანიასთან გაქირავების კუთხით და მიიღოს შემოსავალი ქართული და ევროპული ბაზრებიდან.

„დავიწყეთ B და C კორპუსების მშენებლობა, რომლებიც გააერთიანებს სრულიად კომპლექსს და ამით დასრულდება აღნიშნული პროექტის მშენებლობა. ჩვენს მობინადრეებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ ყველა იმ მომსახურებით, რასაც ფრანგული კომპანია უზრუნველყოფს დამსვენებელთათვის,“ - აცხადებენ „ტოპლაინ კონსტრაქშენში“

მნიშვნელოვანია, რომ „ტოპლაინ კონსტრაქშენის“ მომსახურებაში ასევე შედის: დაცვის სამსახური, ვიდეო კონტროლი, 24/7 - ზე, შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება, კონსიერჟის მომსახურება და გაქირავების სერვისი.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა