მარნეულის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა ქალაქ ბათუმში გამართულ რიგით ოცდამეშვიდე აჭარის საერთაშორისო ტურნირზე მშვილდოსნობაში წარმატებით იასპარეზეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წყვილთა შორის პირველი ადგილი დაიკავეს სალომე ხარშილაძემ (პირადი მწვრთნელი - გიორგი გორდეზიანი) და თამთა ნავერიანმა ( პირადი მწვრთნელი - ეკა აბაშიშვილი), რომელმაც ასევე ოქროს მედალი ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც მოიპოვა.
ტურნირში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ლატვიის, პოლონეთის, ლუქსემბურგისა და საქართველოს მშვილდოსნები და პარამშვილდოსნები.