უკრაინაში საჰაერო თავდაცვის ახალი ეპოქა დაიწყო, IRIS-T-ები გერმანიიდან უკვე აქ არის, ამერიკული NASAMS - მოდის - ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და უკრაინას თავის დასაცავად კიდევ მეტი სჭირდება.
„ჩვენ გვჭირდება მეტი. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არსებობს მორალური იმპერატივი, დავიცვათ ცა უკრაინის თავზე ჩვენი ხალხის გადასარჩენად“, - წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-სგან დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ი მიიღო.