თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, დიღმის ჭალების პროექტთან დაკავშირებით სამუშაოები სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან დაკავშირებით, პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები და როდესაც იქნება პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება, შემდგომ დაიწყება სამუშაოები.

„დიღმის ჭალის პროექტს რაც შეეხება, როგორც იცით, პროექტი რამდენიმე წლის წინ დავასრულეთ, თუმცა შემდეგ პროექტში ჩაერთო „აზიის განვითარების ბანკი“, რომელიც ამ პროექტს აფინანსებს. ამჟამად ხდება პროექტის მორგება „აზიის განვითარების ბანკის“ სტანდარტებზე. ასევე, როგორც იცით, დიღმის ჭალებს გარკვეული პრობლემები აქვს დაბინძურებასთან და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, ამ პროცესში ჩართულები არიან არასამთავრობოები და როდესაც გვექნება სრული შეთანხმება პროექტთან დაკავშირებით, შემდგომ დაიწყება სამუშაოები. ჩვენი ვარაუდით, ეს მომავალ წელს იქნება“,-განაცხადა ბასილაიამ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო