გიორგი ვაშაძე - საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ - თუ დამნაშავეს დღესვე არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის უკან „ქართული ოცნება“ დგას

ჩვენი შეფასებით, საქმე გვაქვს სავარაუდო ტერაქტთან, რომელიც განხორციელდა „ქართული ოცნების“ კონტროლს მიღმა არსებული ერთადერთი მერის მიმართ - თუ დამნაშავეს დღესვე არ დააკავებენ, ეს ნიშნავს, რომ ამის უკან პრორუსული „ქართული ოცნება“ დგას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ტერაქტებს უწყობენ მათ, ვინც სიმართლის მხარესაა და არა მათ, ვინც კორუფციულ ჭაობშია ჩაფლული „ქართულ ოცნებასთან“ ერთად“.

„გია ხარჩილავა არის მაგალითი, როგორ უნდა ემსახურო ქართველ ხალხს და ამ ადამიანს მოუწყვეს ტერორისტული აქტი. თუ მყისიერად, დღესვე არ იქნება დაკავებული დამნაშავე, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერორისტული აქტის უკან, პირდაპირ და ღიად ვამბობ, დგას პრორუსული „ქართული ოცნება“. მე ყველანაირად მხარს დავუჭერ გია ხარჩილავას. ის ვაჟკაცი, გამბედავი ადამიანია, არასდროს უკან არ დაიხევს და წალენჯიხელებთან ერთად ბოლომდე დაიცავს თავის სიმართლეს და გააგრძელებს მხილების პროცესს. მე ვიყავი წალენჯიხაში და ძალიან კარგად ვხედავ განსხვავებას მერის მუშაობის მოსახლეობასთან წალენჯიხაში და ნებისმიერ სხვა რაიონში, ამას ის არ გადაუხვევს“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. წალენჯიხის მერის მოადგილის განცხადებით, მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებენ. შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა