პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელთან, ანნ მონტავონთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატსა და საქმიანობაზე, აღნიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის აუცილებლობა, ამ მიმართულებით სამსახურის მიზანი საზოგადოებაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურის ამაღლებასა და ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების საჭიროებაზე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრაში და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის იმპლემენტაციის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებაში.

„დელეგაციის ხელმძღვანელმა კი ისაუბრა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობაზე, განხორციელებულ აქტივობებზე და მზადყოფნა გამოთქვა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან აქტიურ თანამშრომლობაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეგიონული კოორდინატორი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათ ოჯახებთან მუშაობის საკითხებში - კარინა სვენფელტი, დელეგაციის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში - ონისიმე ცხომელიძე და დელეგაციის ხელმძღვანელის მრჩეველი - ირაკლი სანებლიძე. შეხვედრის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციების განხორციელებაზე, რომელიც თემატურად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს შეეხება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის