ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, საქართველოსა და უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისთვის არ იყოს ვალიდური

ევროკავშირის ელჩები საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

კერძოდ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე სახელმწიფოს, ჩეხეთს მიენიჭოს მანდატი, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკება აწარმოოს.

“ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღდეგ და ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე. ეს ასევე მოყვება 2008 წლის რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას აღიაროს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დამოუკიდებლობა.

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება ვალიდურ საბუთად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისთვის”, - წერია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე