გერმანია უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით PzH2000 თვითმავალ ჰაუბიცებსა და MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

“რამშტაინის” ფორმატში შეხვედრა განსაკუთრებულ დროს მიმდინარეობს: რუსეთის სარაკეტო დარტყმები და ნაწილობრივი მობილიზაცია, ფსევდორეფერენდუმები და უკრაინის კონტრიერიში. ჩვენი მიმდინარე დახმარების კოორდინირებას ვახდენთ. უახლოეს რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა დამატებითი PzH2000 და MARS II”, - წერს გერმანიის თავდაცვის ფედერალური სამინისტრო.

შეიარაღების ზუსტი რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული.

ცნობისთვის, უკრაინას გერმანიისგან უკვე გადაეცა მინიმუმ 5 MARS II ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და რამდენიმე ათეული Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა