ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ლიცენზირების, ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის განახლებული მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტების პროექტებს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ლიცენზირების, ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაფერისობის განახლებული მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტების პროექტებს აქვეყნებს.

როგორც სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომერციული ბანკების ლიცენზირებასთან, ადმინისტრატორთა და აქციონერთა შესაბამისობასთან დაკავშირებული მოთხოვნები, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში 2022 წლის სექტემბერში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაიხვეწა და ევროკავშირში მოქმედ საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობისა და პრუდენციული რეგულირების შესახებ დირექტივასთან (CRD) სრულ შესაბამისობაში მოვიდა.

„საქართველოს კანონმდებლობის აღნიშნულ დირექტივასთან შესაბამისობა, მნიშვნელოვანია როგორც ერთიანი ევრო გადახდების სივრცეში (Single Euro Payment Area – SEPA) საქართველოს გაწევრიანების, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის. ცვლილებები 2022 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. შემდგომი ეტაპია საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების შეტანა, განახლებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რისთვისაც საქართველოს ეროვნულ ბანკს ვადა 2022 წლის 1 ნოემბრამდე განესაზღვრა. სწორედ ამ ვალდებულების შესრულებისა და კანონქვემდებარე აქტების დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკების ლიცენზირებისა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ განახლებული წესების, ხოლო მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ახალი დებულების დამტკიცებას გეგმავს და საკონსულტაციოდ სექტორს შესაბამის პროექტებს სთავაზობს. აღნიშნული, დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. კანონქვემდებარე აქტების პროექტებში გათვალისწინებული საკითხები, ეფუძნება CRD-დირექტივასა და ევროპის საბანკო უწყებისა და ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების უწყების ერთობლივ სახელმძღვანელოებს "მნიშვნელოვანი წილის შეძენის პრუდენციული შეფასებისა" და "ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასების შესახებ" აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა, დირექტივით განსაზღვრულ ძირითად მოთხოვნებს აქამდეც ითვალისწინებდა, თუმცა, ცვლილების შედეგად, როგორც კანონი, ასევე კანონქვემდებარე აქტები დირექტივასა და ევროპის საბანკო უწყების მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისი იქნება. ეს კი თავის მხრივ, მოთხოვნების დახვეწასა და შეფასების პროცესში მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სებ-ის ცნობით, ცვლილებების საჭიროების ანალიზისა და იდენტიფიცირების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყების (UKNF) ექსპერტები უწევდნენ, ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - "ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში“ (TWINNING) - ფარგლებში.

მათივე ინფორმაციით, კანონქვემდებარე აქტების ცვლილების პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია policy@nbg.gov.ge - ზე 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის