ანონსი  14 ოქტომბერი

14 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ საპროტესტო აქცია-პერფორმანსს გამართავს ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.N8

საკონტაქტო: 598 43 30 23

14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სერგო ფარაჯანოვის ქუჩაზე #10-ში, მაესტროს სახლის ჭიშკარზე საგანგებოდ დამზადებული მოჭიქული აბრა დამონტაჟდება.

14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, პიტერ პომერანცევის წიგნის "ეს არ არის პროპაგანდა - მოგზაურობა ომში რეალობის წინააღმდეგ" პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზეტანციას წარუძღვებიან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე, წიგნის ავტორი, მწერალი პიტერპომერანცევი და მწერალი ლაშა ბუღაძე.

მის: გუდიაშვილის 7

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის მერიის წინ, აქტივისტების საორგანიზაციო ჯგუფი განცხადებას გააკეთებს. ჯგუფში შედიან სამოქალაქო მოძრაობები, პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები.

მის: თბილისის მერიის მთავარი შესასვლელი, შარტავას 7

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია