ნინო ბურჯანაძე - ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, მაშინ არცერთი ქვეყნიდან ადამიანის შემოსვლა არავითარი საფრთხე არ იქნება

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს რომ ნორმალური ხელისუფლება ჰყავდეს, არცერთი ქვეყნიდან ადამიანების შემოსვლა საფრთხე არ იქნებოდა. მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც არ გამორიცხავს, საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. ნინო ბურჯანაძის თქმით, თუ რაიმე ტიპის ინიციატივა არ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაძლიერებისა და ხელისუფლების შენარჩუნებისკენ, არცერთი ასეთი ინიციატივა განხილული არ იქნება.

„ჩვენ რომ ნორმალური ხელისუფლება გვყავდეს, მაშინ არცერთი ქვეყნიდან ადამიანის შემოსვლა არავითარი საფრთხე არ იქნება. თუ ქვეყანაში იქნება ხელისუფლება, რომელიც გააკონტროლებდა შემსვლელს, გამომსვლელს, რას აკეთებს და ა.შ. ასეთი ხელისუფლება არ გვყავს. შესაბამისად, რაიმე ინიციატივის გახმოვანების აზრსაც ვერ ვხედავ იმიტომ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" ესა თუ ინიციატივა არ აწყობს და თუ რაიმე ტიპის ინიციატივა არ არის მიმართული ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების გაძლიერების და ხელისუფლების შენარჩუნებისკენ, არცერთი ინიციატივა განხილული არ იქნება. ამის მაგალითია, თუნდაც სასამართლო რეფორმა. უბრალოდ, ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, რომ არის პრინციპები, რომელიც ყველასთვის არის მნიშვნელოვანი და რომელსაც „ქართული ოცნება არ ითვალისწინებს, თორემ ყველამ ვიცით, რომ არცერთ ნორმალურ ინიციატივას „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს. ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიცია და ყველა, ვინც ამ საფრთხეს ხედავს, უნდა მუშაობდეს იმ მიმართულებით, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს და არა დეკლარირებით, რა კარგი იქნებოდა ეს თუ ის კანონპროექტი რომ მიგვეღო ან რა კარგი იქნებოდა, ხელისუფლება ასე რომ იქცეოდეს. არ მოიქცევიან, ეს არის ჩემი მოსაზრება“,-განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებს გადახედოს. როგორც ზურაბიშვილმა მოლდოვაში თავის კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, არსებული სავიზო რეჟიმი ლიბერალურია და შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. ამასთან, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს შემოსვლა საქართველოში, გამოწვევაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა