თეთრი სახლი - ვგმობთ რუსეთის თავდასხმებს - გავაგრძელებთ ომის დანაშაულებისთვის მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას

თეთრი სახლი მკაცრად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმებს, რომელიც პუტინის სისასტიკეს წარმოაჩენს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.

მან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 725 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტზე ისაუბრა, რომელიც აშშ-მა გასულ კვირას გამოაცხადა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„გავაგრძელებთ რუსეთისთვის საფასურის დაკისრებას და ომის დანაშაულებისთვის მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა ქალაქებზე გუშინ თავდასხების სერია განახორციელა. კიევის ცენტრის დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 4 ადამიანი, მათ შორის ორსული, დაიღუპა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია