გიორგი ვაშაძე - სირცხვილია, როცა კობახიძე პატარა ბავშვივით უკან ჩუმად უდგება გერმანიის კანცლერს და ფოტოს იღებს, რადგან მას თავი არ გამოეყოფა არსად - ის არის მთავარი ანტიმედასავლეთე და პრორუსი ამ ქვეყანაში

ჩემი აზრით, სირცხვილია, როცა კობახიძე პატარა ბავშვივით უკან ჩუმად უდგება გერმანიის კანცლერს და ფოტოს იღებს, რადგან მას თავი არ გამოეყოფა არსად - ის არის მთავარი ანტიმედასავლეთე და პრორუსი ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე ზურაბ ადეიშვილის შესახებ კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინა თავად გადაწყვეტს, ვის სად წარადგენს.

"მისი დაწერილია ის წერილები, რომელსაც გვერდზე ჯგუფები აქვეყნებენ და რომელსაც "პოს ტივი" ღიად უჭერს მხარს მაგალითად. ამიტომ სამარცხვინოა, რომ ჩემი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც თავს ესხმის ამერიკის ელჩს, ევროკავშირის ელჩს, ევროპარლამენტარებს და ამბობს, რომ ამერიკას და ევროპას არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის და რუსეთს გაუკეთებია, ის წარმოადგენს ამ ქვეყანას სადმე, ამაზე დიდი სამარცხვინო ჩემთვის არ არსებობს. უკრაინა ვის წარმოადგენს და სად წარმოადგენს, თავის საქმეს თვითონ მიხედავენ, ეგ ჩემი ამოცანა არაა, ჩემი ამოცანაა, მმართველი პარტიის წარმომადგენლობები არ გვარცხვენდეს სხვადასხვა ასპარეზზე,"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისათვის, უკრაინის დელეგაცია, გენერალური პროკურორის, ანდრეი კოსტინისა და გენერალური პროკურორის მრჩევლის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით, ევროპის საბჭოს სტუმრობდა, სადაც ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრაზე ის ერთობლივი ქმედებები განიხილეს, რომლებიც საჭირო აგრესორის დაუსჯელობის დასასრულებლად.

აღნიშნულს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზურაბ ადეიშვილი გასული წლების მანძილზე „მსოფლიოში ერთ-ერთი მახინჯი რეპრესიული მანქანის შემოქმედი იყო“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა