მამუკა ხაზარაძე - 100 ათასმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, არ მინდა ვიხილო „საქართველო ქართველების გარეშე“ - მოვუწოდებ ბიზნესს: შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა

მოვუწოდებ ყველა ბიზნესს - მსხვილს თუ საშუალოს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს.

მისივე განცხადებით, ასევე საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპერებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა.

„ჩვენი მტრების საუკუნოვანი ოცნება “საქართველო ქართველების გარეშე” ხორცს ისხამს. საქართველოში ათი ათასობით რუსი ეროვნების ადამიანი შემოდის და ამავე დროს 100 ათასმა ქართველმა უკვე დატოვა ქვეყანა, ასი ათასზე მეტი კი წასასვლელად ემზდება. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს კატასტროფაა!

„ლელოს” საკანონმდებლო ინიციატივა სავიზო რეჟიმის დაწესების შესახებ დაბლოკილია „ოცნების“ ვასალური პოლიტიკის გამო და ამგვარად ჩვენი მოქალაქეების სხვა ხალხით ჩანაცვლების პროცესი მიდის.

არ მინდა ვიხილო საქართველო ქართველების გარეშე და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. მაქვს იდეა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ: მოვუწოდებ ყველა ბიზნესს - მსხვილს თუ საშუალოს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად.

ასევე საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპერებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა. ამ და სხვა მსგავსი ნაბიჯებით დიდ სტიმულს და იმედს მივცემთ წასასვლელად გამზადებულ ადამიანებს.

ამას ბიზნესმენებს იმიტომ მოგიწოდებთ, რომ თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც ქმნით რეალურ სამუშაო ადგილებს, ავსებთ ქვეყნის ბიუჯეტს, რომლებსაც ამის გაკეთება შეგიძლიათ.

ერთი რამ მინდა ყველას ვუთხრა - გამოსავალი ყოველთვის არსებობს და თუ ამ ნაბიჯს ახლა არ გადავდგამთ, ხვალ უკვე გვიან იქნება. ეს არის ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე და მე მოვუწოდებ ყველას - არ გავწიროთ ჩვენი მოქალაქეები მრავალწლიანი და სამუდამო ემიგრაციისთვის.

და ბოლოს, გაქცევა არ არის გამოსავალი - თუ ყველა წავალთ, სხვებს დარჩება ქვეყანა, სხვებს დარჩებათ ჩვენი სახლი, ეზო, ქუჩა, სოფელი, ქალაქი, ნუ დავუტოვებთ სხვებს საქართველოს. ვიმოქმედოთ! ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია