საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.

შესაბამისი განცხადება დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, როდესაც უპასუხა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას კითხვას, „მიაჩნია თუ არა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება აფხაზებთან და სამაჩაბლოსთან პირდაპირი დიალოგის გარეშე შესაძლებელია“.

„კითხვაზე, მიმაჩნია თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დიახ, გიდასტურებთ და ვთვლი, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო