ბრიტანული მედიის ცნობით, ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას აპირებს

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოზიციისთვის ბრძოლას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები Times და Daily Telegraph ავრცელებენ.

გამოცემების ცნობით, ბორის ჯონსონი, რომელიც სკანდალების სერიის შედეგად ივლისში იძულებული იყო "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის პოზიცია დაეტოვებინა, ახლა ემზადება იმავე პოზიციისთვის. Times-ის ცნობით, ჯონსონს ეს „ეროვნული ინტერესების” საკითხად მიაჩნია.

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევის ზუსტი წესები ჯერ არ არის გამჟღვანებული.

ცნობისთვის, ლიზ ტრასმა პრემიერ-მინისტრად არჩევიდან 45 დღის შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა