ზვიად ძიძიგური ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებაზე - ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტით დაწყებული, კიევის დაბომბვით დამთავრებული, არაფერზე რეაქცია არ აქვთ, მაგრამ ამაზე სახელმწიფოს რა რეაქცია ექნება ვნახავთ

დასანქცირების თემა მუდმივად „დამოკლეს მახვილივით“ ივანიშვილის გვარის თავზეა და ახლა უკვე დაიწყო ამის კონკრეტული განხორციელება და მე ვფიქრობ, რომ რაღაც ტიპის სოლიდარობა ევროკავშირის ქვეყნებისაგან და აშშ-სგან აუცილებლად იქნება, - ამის შესახებ "კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრების სანქცირებულ პირთა სიაში მოხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, სანქცირების თემა მუდმივად პროგრესს განიცდის და „რკალი ივანიშვილის ირგვლივ უფრო და უფრო ვიწროვდება“.

„ფაქტია, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრები შედიან დასასანქცირებულ პირთა სიაში. ეტყობა ვისზედაც მეტ-ნაკლებად მოიპოვეს მტკიცებულებები ის ადამიანები ჰყავთ შეყვანილი სანქცირებულ პირთა სიაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, დასანქცირების პროცესი, რომელზეც ლაპარაკი ომის შემდეგ დაიწყო, მუდმივად პროგრესირებას განიცდის და რკალი ივანიშვილის ირგვლივ უფრო და უფრო ვიწროვდება და მჭიდროვდება. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ უკრაინამ დაასანქცირა ივანიშვილის ოჯახის წევრები და არა ევროკავშირმა და აშშ-მა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომი მიდის და სისხლისმღვრელი და საშინელი პროცესი ჩვენ თვალწინ ხდება, მთელი დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინას და რა თქმა უნდა, მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ დადგენილებებს, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი თუ უკრაინის უშიშროების საბჭო გამოსცემს, აუცილებლად ექნება სოლიდარობა დასავლეთის მხრიდან“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კითხვაზე, უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს მთავრობას რეაქცია უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრების სანქცირებულ პირთა სიაში მოხვედრაზე, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს უფრო მოჰყვება გამოხმაურება მთავრობის მხრიდან, ვიდრე იმ თემებს, რომელზედაც ნამდვილად უნდა იყოს სერიოზული რეაგირება.

„სახელმწიფოს რა რეაქცია ექნება ვნახავთ, სახელმწიფოს არაფერზე რეაქცია არ აქვს, რაც კი ხდება, ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტიდან დაწყებული და კიევის დაბომბვით დამთავრებული, არაფერზე რეაქცია არ აქვთ, მაგრამ ამაზე რეაქცია როგორ არ ექნებათ? ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიულ ბანკს შორის დავის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ მთელი ორი კვირა ეთერებიდან არ ჩამოსულა პოლიტიკური სპიკერების განცხადებები, რომლებიც ამუნათებდნენ შვეიცარიულ ბანკს, რომ ეს როგორ გააკეთა? ამიტომ ამას უფრო ექნება რეაქცია სახელისუფლებო პერსონების მხრიდან, ვიდრე იმ თემებს, რომელზედაც უნდა იყოს აქტიური და სერიოზული რეაგირება“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა