დავით ხიდაშელი ხაბეიშვილის განცხადებაზე - აფრენს, ვერ არის ჭკუაზე ის ადამიანი, ვინც მე პოლიტიკაში ძალით მაკვეხებს

აფრენს, ვერ არის ჭკუაზე ის ადამიანი, ვინც მე პოლიტიკაში ძალით მაკვეხებს“ , - ასე უპასუხა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას, რომ ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის მხილებაა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა ბიზნესმენებს - ვანო ჩხარტიშვილს, ირაკლი რუხაძეს, დავით ხიდაშელს და ოთარ ფარცხალაძეს, რომ გააკეთონ არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის.

"ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ სიას, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციულ სამსახურს უკვე შედგენილი აქვს და ამ სიაში არიან: ვანო ჩხარტიშვილი, რუხაძე, ხიდაშელი და ფარცხალაძე. ბატონ რუხაძესაც, მის ტელეკომპანია "იმედთან" ერთად აქვს კიდევ რამდენიმე კვირა იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი ცივილიზებულ სამყაროსა და რუსეთს შორის. ასევე, მოვუწოდებ ჩხარტიშვილს, ფარცხალაძეს და ხიდაშელს - ერთადერთი ხსნა და ერთადერთი გზა არის მხილება ივანიშვილის და სასწრაფოდ შეცვალოთ თქვენი კურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვის ყველაზე ძვირფასს, ფულს, რომელზეც გიჟდებით, დაემუქრება სერიოზული საფრთხე ისევე, როგორც უჩა მამაცაშვილი თავის მილიარდებს დაემშვიდობება მას შემდეგ რაც უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოსცა კონკრეტული სანქციები და ამას მოყვება ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ამას აუცილებლად გაიზიარებს ოფიციალური ბრიუსელი", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა