ნინო ბურჯანაძე - უკრაინის სანქციები არის პირველი მერცხალი, რომელიც კარგის მომასწავებელი ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის

პირველი მერცხალი, რომელიც კარგის მომასწავებელი ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ფაქტი ერთია, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ხელისუფლება „კარგ ხასიათზე ვერ იქნება ამ სანქციების შემდეგ“.

„ამ ეტაპზე, სანქციები მხოლოდ უკრაინის მიერ არის დაწესებული, მხოლოდ უკრაინაში მოქმედებს, მაგრამ ვიცით, რომ უკრაინაში არის სპეციალური უწყება, რომელშიც აქტიურად არის ჩართული მაიკლ მაკფოლი - აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, ასევე ბევრი სხვა ძალიან ავტორიტეტული ადამიანი და ეს ადამიანები მსოფლიო პოლიტიკურ ელიტაში გარკვეულ განწყობებს ქმნიან. ანუ ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც კარგის მომასწავებელი ბიძინა ივანიშვილისთვის ნამდვილად არ არის“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კითხვაზე, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის დასანქცირებამ ქვეყნის რეპუტაციაზე, ნინო ბურჯანაძე პასუხობს, რომ აღნიშნული რადიკალურად სურათს არ შეცვლის, რადგან საერთაშორისო არენაზე ქვეყნის რეპუტაცია „შელახულია“.

„ქვეყნის რეპუტაციას არაფერი აღარ უშველის. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია უკვე იმდენად შელახულია და იმდენად დაბლაა დაწეული შეხედულებები, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო, რომ ამას ერთით მეტი მიზეზი იქნება თუ ნაკლები, რადიკალურად სურათს არ ცვლის იმდენად მძიმე და ცუდია საერთაშორისო არენაზე ჩვენი რეპუტაცია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ასევე, ნინო ბურჯანაძის თქმით, დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი შეიძლება უფრო მეტი საფრთხე იყოს ქვეყნის ორიენტაციისთვის.

„კუთხეში მიყენება ოპონენტის, მოწინააღმდეგის ყოველთვის საფრთხის მატარებელია, როდესაც მეორე მხარეს გარკვეული ძალა აქვს ასე, რომ დასანქცირებული ბიძინა ივანიშვილი შეიძლება უფრო მეტი საფრთხე იყოს ქვეყნის ორიენტაციისთვის, განვითარებისთვის და ა.შ. მეორეს მხრივ, ეს არის შანსიც იმისა, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები მოხდეს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ოპოზიციაში არსებული ვითარებაც შეაფასა.

მისი თქმით, ოპოზიციაში ურჩევნიათ „ევროპის დედაქალაქებში იარონ პარლამენტის სახელით, რომელსაც თავის დროზე რუსი ოლიგარქის „ბუტკას“ ეძახდნენ“ ამიტომ ასეთ ვითარებაში „ცხელი შემოდგომა“ ვერ იქნება.

ნიკა მელიას განცხადებას გულყრები მოჰყვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან - „რა არჩევნები, რა დროს ვადამდელი არჩევნებია“. აბა, ორი წელი ხალხს ვატყუებდით, როცა ვადამდელ არჩევნებზე ვლაპარაკობდით? ასეთი განწყობები რომ არის ოპოზიციაში, რომ თან უნდათ ვადამდელი, თან არ უნდათ, თან უნდათ ბრძოლა, თან არ უნდათ, თან უნდათ პარლამენტიდან გამოსვლა, თან ურჩევნიათ ევროპის დედაქალაქებში იარონ პარლამენტის სახელით, რომელსაც თავის დროზე რუსი ოლიგარქის ბუტკას ეძახდნენ, როცა ასეთი ვითარებაა, ვერანაირი ცხელი შემოდგომა ვერ იქნება, ამას ცხელი გაზაფხული და ზაფხული სჭირდება წინ და არა დაძინებული ოპოზიცია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე გადაცემაში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უკრაინას საქართველოს გადარჩენა მოუწევს.

ნინო ბურჯანაძის თქმით, სირცხვილია ის, რომ მეგობარი ქვეყანა აღგვიქვამს ისე, რომ გადასარჩენები ვართ და ეს ჩვენი ბრალია.

„მე არა მგონია, არესტოვიჩს ეგულისხმა ის, რომ უკრაინის ჯარი შემოვა საქართველოში და უკრაინული მმართველობა დამყარდება. არ მგონია, რამე ასეთს ამბობდეს და ფიქრობდეს. ეს მაინც ემოციური გაცხადება მგონია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სიბრტყეში უნდა გადავიტანოთ.

მეორე მომენტია აქ, ჩვენ არ გვინდა ჩვენ თავს ვკითხოთ, რომ რაც არ უნდა კარგი მეგობარი იყოს, სხვისი გადასარჩენი რატომ უნდა იყო? რატომ უნდა ტოვებდე ეგეთ შთაბეჭდილებას, რომ ვიღაცამ უნდა გადაგარჩინოს? არ უნდა დაუტოვო არც მეგობარს და არც მტერს იმისი განცდა, რომ ვიღაცის მისახედი ხარ და ვიღაცის საპატრონო ხარ, ვიღაც უნდა მოვიდეს და გადაგარჩინოს. არ გვრცხვენია ამისი? ეს ჩვენი ბრალია“,, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო