სალომე სამადაშვილი - ნედ პრაისის განცხადება ნათელს ხდის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და თუ ასე გააგრძელებს „ქართული ოცნება“, მას ვერც მივიღებთ

ნედ პრაისის განცხადება ნათელს ხდის იმას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და სავარაუდოდ, თუ ასე გააგრძელებს „ქართული ოცნება“, ვერ მიიღებს სტატუსს ქვეყანა, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.

მისი თქმით, აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც აქვს საზოგადოებას, ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ქვეყანაში.

„ნედ პრაისის განცხადება რაც ვნახეთ, არის ის, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა რეფორმების გატარებას ქვეყანაში, ეს არის უკუსვლა, რამაც საფრთხე შეუქმნა ევროკავშირში ჩვენს მომავალს. რა თქმა უნდა, კარგია, როცა აშშ-ის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენელი ზუსტად იმეორებს იმ შეფასებას, რაც აქვს საზოგადოებას ჩვენს ქვეყანაში, როგორც ოპოზიციას, ასევე არასამთავრობო სექტორს და კიდევ ერთხელ ნათელს ხდის იმას, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ დღემდე არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი და სავარაუდოდ, ასე თუ გააგრძელებს „ქართული ოცნება“, ვერ მიიღებს. ეს შეფასება არის გამოძახილი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე სასამართლო კლანის გაძლიერების თაობაზე, ამ გზავნილს ძალიან ყურადღებით მოვეპყრობოდი მე პირადად, რადგან ეს ძალიან ნათელი გზავნილია , რომ სანამ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მართავს ამ ქვეყანას, არანაირი პროგრესი არ იქნება,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს