ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ევროპარლამენტარები, რომ შეფასება ნეგატიური იქნება

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ევროპარლამენტარები, რომ შეფასება ნეგატიური იქნება. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 19-21 ოქტომბერს ბრიუსელში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველოში მიმდინარე წლის ბოლოს, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით, დიდი ალბათობით, არანაირი შეფასების მისია არ იქნება.

„ხაზი მინდა გავუსვა, რომ წლის ბოლოს სავარაუდოდ, დიდი ალბათობით არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება. შეფასების წერას მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაიწყებენ, წლის ბოლოს დაასრულებენ და მაღალი ალბათობით, ამ წუთის მდგომარეობით, ისეთ ტენდენციებს ხედავენ ისინი, რომ შეფასება ნეგატიური იქნება. მათ შორის, ამის მიზეზი არის ის, რომ რიგ პუნქტებთან მიმართებაში ისინი ელოდებიან არა უბრალოდ საკანონმდებლო ცვლილებებს, არამედ პრაქტიკაში დააკვირდნენ, როგორ მუშაობს ეს საკანონმდებლო ცვლილებები. უნდა დაინახონ, რომ რეალურ ცხოვრებაში ამ საკანონმდებლო ცვლილებებს შედეგი მოაქვს,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს