ანა ნაცვლიშვილი კოლეგებს ურჩევს მოსამართლეების მიერ სოციალურ ქსელში, ასევე გადაწყვეტილებებსა და განაჩენებში დაფიქსირებული პოზიციებით დაინტერესდნენ, რადგან „ეს მათზე ბევრ რამეს მეტყველებს“

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი კოლეგებს ურჩევს მოსამართლეების მიერ სოციალურ ქსელში, ასევე გადაწყვეტილებებსა და განაჩენებში დაფიქსირებული პოზიციებით დაინტერესდნენ, რადგან ეს, ნაცვლიშვილის შეფასებითვე, მათზე ბევრ რამეს მეტყველებს.

ანა ნაცვლიშვილმა თავისი პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირა, რაც სახალხო დამცველობის ერთ-ერთ კანდიდატს, მარიკა არევაძეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე გასაუბრებისას უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა კითხვები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებთან დაკავშირებით დაუსვა.

ნაცვლიშვილმა ღუდუშაურს კითხვის დასმის ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ კითხვის დასმის ტონი, შინაარსი და კონტექსტი საქმის გარჩევას არ უნდა დაემსგავსოს.

„სოციალურ ქსელი საჯარო სივრცეა და იქ ვინ რა აზრსაც ვაფიქსირებთ, არ უნდა იყოს ვინმესთვის მოულოდნელი, რომ მნიშვნელოვან თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისას სოციალურ ქსელში თუ სხვაგან დაფიქსირებულ პოზიციაზე კითხვები დაუსვან, თუმცა, ამ კითხვებს რა ტონით დაუსვამენ, რა შინაარსით, რა კონტექსტით, ეს კითხვის დამსმელზე ბევრს მეტყველებს. ვისურვებდი, რომ საქმის გარჩევას არ დაემსგავსოს ადამიანისთვის კითხვის დასმა.

მათ შორის, ვიტყვი იმასაც, რომ სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო აქტივობები ჰქონიათ ხოლმე მოსამართლეებს, მაგრამ არასდროს ჩემი კოლეგები არ დაინტერესებულან ამ ადამიანების მიერ სოციალურ ქსელში გამოთქმული ძალიან მრავლისმთქმელი პოზიციებით, არასდროს დაინტერესებულან გადაწყვეტილებებში თუ განაჩენებში გამოყენებული ტერმინებით, რომელიც აშკარად და ცალსახად დისკრიმინაციულია. ვურჩევდი, რომ დაინტერესდნენ ყველა კანდიდატთან მიმართებაში, ვინ რას წერს და ვინ რას პოსტავს სოციალურ ქსელში, რას წერს განაჩენში თუ გადაწყვეტილებაში, რადგან ეს ბევრ რამეს ამბობს მათზე“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს