პარლამენტში დღეს სახალხო დამცველობის კიდევ ოთხ კანდიდატს მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველობის მომდევნო ოთხ კანდიდატს მოუსმენს.

პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ლელა გაფრინდაშვილის, სოფიო დემეტრაშვილის, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძის კანდიდატურების განხილვაა დაგეგმილი.

ომბუდსმენის თანამდებობის დაკავების მსურველთა მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელება.

სახალხო დამცველის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა. პარლამენტს 19-ვე კანდიდატის მოსმენა მოუწევს, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა “მოქალაქეები“ უკლებლივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“, “ლელომ“ და “რეფორმების ჯგუფმა“ ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი “ევროპელმა სოციალისტებმა“ დაასახელეს - ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურ ჯგუფ "გირჩის" მიერ დასახელებულია იაგო ხვიჩია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა