გიორგი ბურჯანაძე - სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია

სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია, - ასე უპასუხა სახალხო დამცველობის კანდიდატმა, გიორგი ბურჯანაძემ, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის შეკითხვას, არიან თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები, კონკრეტულად კი მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი?

„ჩვენ ერთ საქმესთან დაკავშირებით შეფასება გვაქვს გაკეთებული, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა განხორციელდა და ეს საქმე ამ შემთხვევაში არის „კარტოგრაფების საქმე“, სადაც ჩვენ პირდაპირ დავადგინეთ, რომ სახეზე შეიძლება იყოს კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენ ასეთი შეფასება არ გვქონია. ასე რომ, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი შეფასება არ არის, რომ ის პოლიტიკური პატიმარია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მას კიდევ ერთი კითხვით მიმართა, შეეფასებინა, არის თუ არა საქართველოში ოლიგარქია და არის თუ არა დღევანდელი პარლამენტი მარიონეტული, რაზეც ბურჯანაძემ უპასუხა, რომ მისი შეფასება არ განსხვავდება იმ მოსაზრებებისგან, რომელიც შეიძლება ევროკავშირის მხრიდან იყოს წარმოდგენილი.

რაც შეეხება პარლამენტის მარიონეტულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ბურჯანაძის შეფასებით, არ არის ლეგიტიმურობის პრობლემა „ასე, რომ არ არის მარიონეტული“.

„ეს არის საკითხი, რომელიც ევროკავშირმა გვითხრა, რომ პრობლემა გვაქვს. უთხრა, როგორც საქართველოს, მოლდოვას, უკრაინას, სამივესთან მიმართებით თქვა, რომ განსახორციელებელია ამ კუთხით რეფორმები. მე ჩემი მანდატიდან გამომდინარე მეტ შეფასებას ამ კუთხით ვერ გავაკეთებ. მე მომხრე ვარ იმის, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს ზუსტად გავარკვიოთ და ვიმუშაოთ ამ კუთხით“,- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება მაჭავარიანის კიდევ ერთ კითხვას, რომელიც შეეხებოდა 24 ივნისის და 3 ივლისის აქციებში მის მონაწილეობას, „ხელისუფლების წალეკვაზე იყო საუბარი, მათ შორის, არასამთავრობოები ხელისუფლების უკანონოდ შეცვლას მოითხოვდნენ, „ტექნიკურ მთავრობას“ და ა.შ., მაშინ იყო თუ არა ეს თქვენთვის მისაღები ან დღეს არის თუ არა ეს მისაღები, იმიტომ რომ თქვენ დღეს ბრძანდებით სახალხო დამცველის მოადგილე და მაშინაც იყავით?“. ამასთან დაკავშირებით ბურჯანაძემ უპასუხა, რომ მისი აქციებზე მონაწილეობის სურვილი იყო ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა და არა „ტექნიკური მთავრობის“ მოთხოვნა.

„ეს აქცია არ იყო პოლიტიკური ჯგუფების მიერ ორგანიზებული. მე იქ ვეთანხმებოდი ევროინტეგრაციის მოთხოვნას, ამისთვის ვიყავი იქ მისული და არა „ტექნიკური მთავრობის“ მოთხოვნისთვის“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს