დიმიტრი გვრიტიშვილი - ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს? - ახლა გეკითხებით, სად არის "კლანი", სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?

ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება - ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?! სერიოზულად განიხილავთ ამას ?!- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან, ამასთან, არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ე.წ. „კლანი“ სწორედ არასამთავრობო სექტორში მოქმედებს და არა სასამართლოში.

„ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად დაბრუნების საკუთარ მოტივაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამხელს ყველას, ვისაც ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის განეიტრალება და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანა სურს.

„როგორც ჩვეულებრივი მოსამართლე ხმას ვერ ვიღებდი, როგორც საბჭოს წევრი, როგორც მოსამართლეთა წარმომადგენელი, ჩემი ამ სტატუსიდან გამომდინარე ჩემი სამომავლო გეგმა და სამომავლო მიმართულება იქნება, ღიად ვისაუბრო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, ტოვებენ თამაშგარე, ანულირება კეთდება ამ ინსტიტუციის და ხდება ინდივიდუალურ მოსამართლეებთან არაჯანსაღი კომუნიკაცია ანუ არის მცდელობა სასამართლო კორპუსში დაყოფა მოხდეს კარგ მოსამართლეებად, პროფესიონალებად და კეთილსინდისიერებად და მეორე მხრივ, მოსამართლეების ე.წ.შავი სიის შედგენა, რომლებიც სისტემას უნდა მოშორდნენ. პირველ რიგში, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება, ვინც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო