საბა ბუაძე - კალაძე თვითონ ხომ არ მოდის საკრებულოში, საქალაქო სამსახურების უფროსებსა და გამგებლებსაც არ უშვებენ - ყველა  ჩუმად ჩივის, „რა ვქნა, მოვიდოდი, მაგრამ ზემოდან მიკრძალავენო”

კალაძე, თვითონ ხომ არ მოდის საკრებულოში, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს არ უშვებენ და მათაც არღვევინებენ კანონს,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

საბა ბუაძის თქმით, დედაქალაქის მერი საკრებულოში მისვლაზე უარის განცხადებით კანონს არღვევს და საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებს.

„თბილისის მერი, რომელიც დავიბარეთ, რატომ არ მოვიდა? რატომ დაარღვია კანონი ? კაცმა განაცხადა, რომ კანონს არ დავემორჩილებიო და ეგ სწორია? კალაძე თვითონ ხომ არ მოდის, მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს არ უშვებენ და მათაც არღვევინებენ კანონს. მერე ყველა ცალ-ცალკე ჩუმად ჩივის, რომ მე რა ვქნა, მოვიდოდი, მაგრამ ზემოდან მიკრძალავენო და ეგ არ არის კანონის დარღვევა? დედაქალაქის მერი არღვევს კანონს და ეს საკუთარი თავის შეურაცხყოფაა. მერი საკრებულოში დადის წელიწადში ერთხელ და ამას ემადლებიან. მერი ერთხელ უნდა მოდიოდეს საკრებულოში? ხან სად ისვენებს და ხან სად ისვენებს, გაგანია უკრაინის ომის დროს თავისი დაბადების დღე რომ იყო, სადღაც სამოგზაუროდ იყო წასული და ასეთი მოუცლელია, რომ საკრებულოში წელიწადში ერთხელ ვერ მოდის? და ეს ნორმალურია?“- განაცხადა საბა ბუაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა