სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის ადვოკატი - პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მივმართეთ - იმედს ვიტოვებთ, ალექსანდრე სამხარაძის მის უნებლიედ ჩადენილი ქმედება გამოყენებული არ იქნება გოგაშვილზე ზეწოლისათვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის ალექსანდრე სამხარაძის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

როგორც სამხარაძის ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე განმარტავს, სამხარაძე ბრალს აღიარებს და საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოლოდინშია.

"ალექსანდრე სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. როცა მან თანამდებობა დატოვა, მისი საშტატო იარაღი ჩააბარა, თუმცა, საბრძოლო ვაზნები სახლში დარჩა, რაც მის მიმართ ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა. ეს ქმედება დასჯადია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საბრძოლო მასალის შენახვა მიზანმიმართულად არ იყო შემდეგში უკანონო მოქმედებების ჩადენის მიზნით. ჩვენ გენერალურ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით მივმართეთ, რადგან ალექსანდრე სამხარაძე ბრალად წარდგენილ ქმედებას აღიარებს. იმედს ვიტოვებთ, ალექსანდრე სამხარაძის მიერ უნებლიედ ჩადენილი ქმედება გამოყენებული არ იქნება იოსებ გოგაშვილზე ზეწოლისათვის",- განაცხადა ჩინჩალაძემ.

ცნობისთვის, ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო