ანრი ოხანაშვილი - დღეს წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს უკავშირდება

დღეს ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ანტიკორუფციულ საკითხებზე შექმნილო სამუშაო ჯგუფის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ევრორეკომენდაციების მე-4 პუნქტს, კერძოდ, ანტიკორუფციულ საკითხებს ეხება, პროცესი სახელმწიფო ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით წარმართა. მისივე თქმით, ცვლილებები დღესვე წარედგინება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

„ჩვენ მოვისმინეთ პოზიციები, გავუკეთეთ ანალიზი და ამის შედეგად, დღეს ჩვენ წარვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერების საკითხს. დღესვე, სამუშაო ჯგუფის დასრულებისთანავე, ეს ცვლილებები წარედგინება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, რათა კომიტეტმა თანხმობა მოგვცეს, დაინიცირდეს ეს ცვლილებები კომიტეტის სახელით. ჩვენ როგორც გვქონდა გაწერილი ვადები, ამ ვადების შესაბამისად, 1-ელ დეკემბერს აღნიშნული ცვლილებები განხორციელდება პარლამენტის მიერ", - განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა